Language

STORY

ლევანტო ბრგე,
მოხდენილი ვაჟკაცი, ფაიტონითა და არღნით მოსეირნე, მთელი არსებით რომ გრძნობდა ქართველობას.ერთ დროს დიდი საწარმოს მფლობელი რუსეთში, შემდეგ
საკუთარ ფესვებს დაბრუნებული, ერთ პატარა სოფელში დიდი სიყვარულითა და რუდუნებით აგრძელებდა
საყვარელ საქმეს. ეს ის პიროვნებაა, შვილიშვილების და შვილთაშვილების, „ლევანტოს“ შემქმნელებისთვის
იდეალად და სინდისის ხმად რომ იქცა.იდეური საძირკველი ჩაყრილი იყო. ახლა მას განხორციელება
სჭირდებოდა. მამა-პაპათა რწმენით ნასათუთევი და ნაადერძევი რეფორმაციას
ექვემდებარება და ახალი გზისკენ გვიბიძგებს.ლევანტოს დამფუძნებლებმა განსაკუთრებული სიღრმითა
და მასშტაბურობით განჭვრიტეს როგორ დაედებოდა ამ საძირკველს თითოეული აგური და თავდაუზოგავი
შემოქმედებითი ენერგიის შედეგად იდეა რეალობად აქციეს. „ლევვანტო“ გახდა ნოვატორი კომპანია, რომელმაც დაამსხვრია
სტერეოტიპი უნდობლობისა ქართული პროდუქტისადმი და თამამად განაცხადა:დამზადებულია საქართველოში! სწამდათ, რომ მალე მოიპოვებდნენ მომხმარებელთა ნდობას. მათი
წარმატების ფუნდამენტური ღირებულებები ეფუძნებოდა კეთილსინდისიერებას, მაღალ პროფესიონალიზმს,
ტრადიციების პატივისცემას, ეროვნულ ღირებულებებს.და მართლაც გახდა „ლევანტო“ ღირსეული ბრენდი ქართულ
და უცხოურ ბაზარზე.დღეს „ლევანტო“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში
მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უსწორმასწორო გზებზე სწორი ნაბიჯებით მიმავალი, მომხმარებელთა
ურთიერთობასა და ზრუნვაზე ორიენტირებული.