როგორ ხდება პროდუქციის გადაცვლა?
1. პროდუქციის გადაცვლაზე მოთხოვნის გაკეთება შესაძლებელია Facebook ის ინბოქსში მიწერით.
2. პროდუქტის გადაცვლა შესაძლებელია საიტზე არსებულ ნებისმიერ სხვა მოდელში.
3. პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია მისი მიღებიდან 14 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).
4. გაცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში და მასზე არსებული ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული ან მოხსნილი ან დაკარგული.
5. შეძენილი პროდუქციის გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.
როგორ ხდება პროდუქციის უკან დაბრუნება?
1. პროდუქციის დაბრუნებაზე მოთხოვნის გაკეთება შესაძლებელია Facebook ის ინბოქსში მიწერით.
2. პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მისი მიღების დღიდან 14 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).
3. დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში და მასზე დატანილი ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული ან მოხსნილი ან დაკარგული.
4. თანხა დაგიბრუნდებათ 15-20 სამუშაო დღის ვადაში იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა ფულის ჩარიცხვა. თანხის დაბრუნება მოხდება მას შემდეგ, რაც დაბრუნებულ პროდუქტს მივიღებთ ადგილზე და ის დააკმაყოფილებს ზემოთხსენებულ მოთხოვნებს.