×

ჩვენ შესახებ

ლევანტო ბრგე, მოხდენილი ვაჟკაცი, ფაიტონითა და არღნით მოსეირნე, მთელი
არსებით რომ გრძნობდა ქართველობას.
ერთ დროს დიდი საწარმოს მფლობელი რუსეთში, შემდეგ საკუთარ ფესვებს
დაბრუნებული, ერთ პატარა სოფელში დიდი სიყვარულითა და რუდუნებით
აგრძელებდა საყვარელ საქმეს. ეს ის პიროვნებაა, შვილიშვილების და
შვილთაშვილების, „ლევანტოს“ შემქმნელებისთვის იდეალად და სინდისის ხმად
რომ იქცა.
იდეური საძირკველი ჩაყრილი იყო. ახლა მას განხორციელება სჭირდებოდა.
მამა-პაპათა რწმენით ნასათუთევი და ნაადერძევი რეფორმაციას ექვემდებარება
და ახალი გზისკენ გვიბიძგებს.
ლევანტოს დამფუძნებლებმა განსაკუთრებული სიღრმითა და მასშტაბურობით
განჭვრიტეს როგორ დაედებოდა ამ საძირკველს თითოეული აგური და
თავდაუზოგავი შემოქმედებითი ენერგიის შედეგად იდეა რეალობად აქციეს.
„ლევვანტო“ გახდა ნოვატორი კომპანია, რომელმაც დაამსხვრია სტერეოტიპი
უნდობლობისა ქართული პროდუქტისადმი და თამამად
განაცხადა:დამზადებულია საქართველოში! სწამდათ, რომ მალე მოიპოვებდნენ
მომხმარებელთა ნდობას. მათი წარმატების ფუნდამენტური ღირებულებები
ეფუძნებოდა კეთილსინდისიერებას, მაღალ პროფესიონალიზმს, ტრადიციების
პატივისცემას, ეროვნულ ღირებულებებს.
და მართლაც გახდა „ლევანტო“ ღირსეული ბრენდი ქართულ და უცხოურ
ბაზარზე.
დღეს „ლევანტო“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში მაღალი
ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უსწორმასწორო გზებზე სწორი ნაბიჯებით
მიმავალი, მომხმარებელთა ურთიერთობასა და ზრუნვაზე ორიენტირებული.
იცვლება დრო, გარემო, სტანდარტები, მოთხოვნილებები...
მომხმარებელი სულ უფრო მომთხოვნი ხდება, განსაკუთრებით როდესაც საქმე
ხარისხს ეხება. მარკეტინგი ვითარდება და კონკურენცია მომხმარებლის
ყურადღებისთვის ახალ დონეებს აღწევს. „ლევანტო“ იღებს გამოწვევებს...!ქმნის
პროდუქტს მოდასა და დროზე ორიენტირებულს.
ინდივიდუალიზმი - აი პირველი, რაც „ლევანტოს“, როგორც ბრენდს გამოარჩევს
სხვებისგა.
მათ აქვთ საკუთარი ხელწერა, რომელსაც ვერავითარი შრომით და
მიმბაძველობით ვერ შეისწავლი.
ეს ნიჭია, სულიერი ენერგიაა, მშვენიერების აღქმაა. სწორედ ამიტომ საუკეთსოდ
წარმოადგენს თავს ბაზარზე და პრობლემურ დროსაც ავლენს
სიცოცხლისუნარიანობას.

„ლევანტოს იცნობენ, როგორც სამართლიან, პასუხისმგებლობის მქონე საიმედო
პარტნიორს“
რომლის დევიზია სიახლისკენ სწრაფვა, ძიება და განახლებაა.
ლევანტოს ფეხსაცმელი შრომას პლიუს გონება პლიუს სული პლიუს
თავისუფლება უდრის ხელოვნებას